საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას 2 ოქტომბერს აპირებს. დიახ, სოციალურ ქსელში თავადვე გამოაქვეყნა ბილეთების ფოტო და მოქალაქეებს აუწყა, რომ სამშობლოში მალე დაბრუნდებოდა.
დღეს ფეისბუკში მორიგი პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა: „დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, დავუკავშირდით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურსს სალომე სიგუას.
მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უნდა იყოს.
„თუ მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ის საქართველოშია, ანუ ის ნამდვილად საქართველოში იმყოფება“ - განუცხადა საინფორმაციო სააგენტო pia.ge-ს ენმ-ს პრესსამსახურმა.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
მიხეილ სააკაშვილის შემოსვლის და საქართველოში ყოფნის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს.