პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ „რუსთავი 2-ის „ღამის კურიერში“ ნარკოტესტის გაკეთების თარიღთან დაკავშირებით დასმულ კითხვას თავი აარიდა.
„არ ვარ მე ახლა ვალდებული თქვენ ეს გითანხმოთ“, - ასე უპასუხა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის დასმულ კითხვას - როდის მივა გიორგი გახარია ნარკოტესტზე.
„ნარკოტესტთან დაკავშირებით მე საერთოდ არანაირი პრობლემა არ მაქვს, რამდენიმეჯერ ჩამიბარებია, რა თქმა უნდა, მე, როდესაც ამის თავისუფალი დრო მექნება, გავაკეთებ, რა მნიშვნელობა აქვს როდის? ვინმემ განმისაზღვროს მე ხვალ გავაკეთებ თუ, ზეგ გავაკეთებ, როცა დრო მექნება, არჩევნებამდე გავაკეთებ. თქვენ როგორც ჟურნალისტი იწყებთ და ამთავრებთ ამაზე კითხვით, რაც ძალიან გასაკვირი რაღაცაა. ეს მოწოდება კი არ არის, ეს არის ჩვეულებრივი პოპულიზმი. თქვენ ამით რა გინდათ თქვათ, რომ მე თუ ამ ტესტს, პირობითად ვამბობ, რისი ნებისმიერ კანდიდატს აქვს უფლება უარი თქვას, მერე რა, მის ნარკოპოლიტიკას დაიწუნებთ? ვერ ვხვდები. არ ვარ მე ახლა ვალდებული თქვენ ეს გითანხმოთ. ღია იქნება სამხარაული, მივალ მეთქი, არ გაგეცით? არანაირი პრობლემა არ მაქვს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.