Digest Logo

ლიმონსა და ნიორს კორონავირუსზე ზემოქმედების არანაირი უნარი არ გააჩნია - ბიძინა კულუმბეგოვი

1606372630
ბიძინა კულუმბეგოვი ლიმონი და ნიორი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კორონავირუსის შესახებ გავრცელებულ მითებზე ისაუბრა.

გამოიყენება თუ არა პრეპარატი ნევოფლოქსაცინი კორონავირუსის სამკურნალოდ

ერთი რამე აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ არც ერთი მედიკამენტი დღეს კაცობრიობას არ აქვს. პირდაპირი დამიზნების ერთადერთი ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აღიარა, არის რემდესივირი, თუმცა ამასაც არ აქვს კარდინალურად ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის უნარი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საერთოდ არ უწევს მას რეკომენდაციას. გარდა ამისა, არავითარი წამალი, რომელიც გამოიყენება ასეთ დროს და შეიძლება კურნავდეს ადამიანს, პრაქტიკულად არ არსებობს. რამოდენიმე წამალზე მომწერეს კიდეც სოციალურ ქსელში, იგივე რიფამპიცილინი, ეს გახლავთ ანტიბაქტერიული პრეპარატი, მათ შორის ნევოფლოქსაცინიც, რომელიც საკმაოდ ძლიერი და კარგი პრეპარატია სწორ ადგილას და სწორ პირობებში გამოყენების შემთხვევაში. თვითნებურად მისი მიღება დრამატულ შედეგებს გამოიღებს.

რაც შეეხება ხურმისა და ლიმონის მიღებას, კოვიდინფექციის პრევენციის მიზნით

საერთოდ, ასეთი ინფორმაციები კოვიდის გავრცელების დასაწყის ეტაპზეც ვრცელდებოდა. მაგალითად, საუბარი იყო ნიორის მოხმარების სიკეეთებზე , ბროწეულის წვენზე და ა.შ ეს პროდუქტები ძალიან სასარგებლოა. ლიმონი არის ციტრუსებს შორის ყველაზე მაღალი C ვიტამინის შემცველობის. ნიორი ანტიკური ხანიდან ცნობილია, რომ ძალიან სასარგებლოა, მაგრამ არც ერთ მათგანს კორონაზე ზემოქმედების არანაირი უნარი არ გააჩნია.

მოსახლეობას მათი გამოყენება შეუძლია ზოგადად, ორგანიზმისთვის, მაგრამ კორონავირუსთან მიმართებაში მას ზეგავლება არ გააჩნია.

რაც ვიცით, რომ ახდენს ზეგავლენას, ესაა – ხელის ჰიგიენა, პირბადის სწორი ტარება და სოციალური დისტანცია. ამის იქით თავდაცვის ღონისძიებები ადამიანს არ გააჩნია.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

ვაშლის ძმარი თითო ჩაის კოვზი, ერთ ჭიქა წყალში ხშირად გამოიყენეთ - ექიმი გვირჩევს

ლევან რატიანმა კორონავირუსი გადაიტანა?