Digest Logo

11 უცნობი ფაქტი „ლაზიერის გამბიტის“ კულისებიდან

1606234302
"The Queen's Gambit" -6

სერიალ „ლაზიერის გამბიტს“ წარდგენა არ სჭირდება. ან მისი ფანი უკვე ხარ, ან უახლოეს დღეებში გახდები.

ასე, რომ პირდაპირ ფაქტებით დავიწყოთ.

1. ანია ტეილორ-ჯოი მანამდე გახდა სერიალის მთავარი გმირი, სანამ სცენარი დაიწერებოდა.

სცენარის დაწერამდე სკოტ ფრანკმა მას უოლტერ ტევისის ამავე სახელწოდების რომანი გაუგზავნა და ისიც „გაიყიდა“:

„მე პერსონაჟითა და ამბით იმდენად აღტაცებული ვიყავი... მაგრამ პერსონაჟი წითური უნდა ყოფილიყო. რესტორანში აღელვებული მივედი და სკოტს ეს რომ გავუზიარე, მითხრა - დაჯექი, უნდა ვისაუბროთ...“, - ამბობს ანია.

2. წლების წინ, 2008 წელს „ლაზიერის გამბიტის“ სცენარად ქცევას ჰით ლეჯერი აპირებდა.

მას ეს წიგნი ძალიან უყვარდა.

3. სანამ პროექტზე მუშაობას დაიწყებდა, ანიამ ჭადრაკის თამაში საერთოდ არ იცოდა.

„ბეთის მეშვეობით ჭადრაკის სამყარო აღმოვაჩინე“, - ამბობს ის.

4. ჭადრაკის სვლები ქორეოგრაფიულადაა „შესრულებული“. ამისთვის მსახიობებს სპეციალური მწვრთნელები ჰყავდათ.

the-queen-s-gambit_o_h.jpeg

5 . ეკრანზე ნაჩვენები თითოეული საჭადრაკო სცენა მსახიობებმა მართლა ითამაშეს, მათ შორის საკონკურსო მატჩები.

6. არის სცენები, სადაც საჭადრაკო დაფა საერთაოდ არ ჩანს და კადრში მხოლოდ მსახიობებს ვხედავთ. ისინი ამ ეპიზოდებშიც კი თამაშობდნენ ჭადრაკს.

the-queen-s-gambit_o_h.jpeg

7 .სინამდვილეში, ანიას თმები რიჟად არც კი შეუღებავს. ის გადაღებების დროს პარიკს ატარებდა.

the-queen-s-gambit_o_h.jpegthe-queen-s-gambit_o_h.jpeg

8. მიუხედავად იმისა, რომ Queen's Gambit–ის ძირითადი ნაწილი აშშ – შია გადაღებული, სერიალის სიუჟეტის უმეტესი ნაწილის მიხედვით, მოვლენები ბერლინში ვითარდება.

9. ბეტის მაკიაჟი მის ხასიათს და გადაწყვეტილებებს გამოხატავს. მისი ტუჩსაცხი ეპიზოდიდან ეპიზოდამდე იცვლება.

10. ანიას პერსონაჟის მთელი გარდერობი საჭადრაკო დაფას ჰგავს. დიზაინერმა მას ჭადრაკის დაფასავით ზოლიანი სამოსი განზრახ შეურჩია.

the-queen-s-gambit_o_h.jpeg

11. ანიამ ბოლო ეპიზოდის გადაღებისას ცრემლები ვერ შეიკავა და ტირილით თქვა, რომ ძალიან ბედნიერი იყო.


⚪ აგრეთვე წაიკითხეთ:

წყარო: www.buzzfeed.com