Digest Logo

31 ივლისს დედამიწას ასტეროიდი ჩაუფრენს - გვემუქრება თუ არა საფრთხე?

1627630155
დედამიწა

შაბათს, 31 ივლისს დედამიწიდან 4 მილიონი კმ-ის მანძილზე ასტეროიდი YM6 ჩაიფრენს. მისი დიამეტრი 128 მეტრია. ინფორმაციას ამერიკული სააგენტო NASA ავრცელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერული ანალიზი ობიექტს, როგორც „დედამიწასთან ახლოს მყოფ ასტეროიდის“ კვალიფიკაციას ანიჭებს, პოტენციურად საფრთხის შემცველი ის არ არის“, - აცხადებენ ექსპერტები.

ცნობილია, რომ YM6 მზის გარშემო ერთ ბრუნს 401 დღეს ანდომებს.

ეს შეხვედრა ასტეროიდისა და ჩვენი პლანეტისთვის პირველი არ არის. 2020 წლის 28 იანვარს YM6-მა 25 000 000კმ-ის მანძილზე ჩაგვიფრინა.

აღსანიშნავია, რომ შემდეგი „შეხვედრა“ 2031 წლის 27 იანვარს შედგება.