Digest Logo

41 წლის კაცმა ყოფილი ცოლი ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი თავი ქვით გაუტეხა - შემზარავი და გაუხმაურებელი საქმე

1619008172
პოლიცია

ყოფილი  მეუღლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სასამართლომ 41 წლის  ბექა ს-ძეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  იმის მიუხედავად, რომ ბრალდების  მხარე ბრალდებულისთვის სასჯელის შემსუბუქებასა და მუხლის გადაკვალიფიცირებას მოითხოვდა, სასამართლომ არ გაითვალისწინა ადვოკატის შუამდგომლობა.

სასამართლო გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობა არა ძლიერი სულიერი აღელვების, არამედ წინასწარი განზრახვით იყო ჩადენილი, რისთვისაც წარსულში ორჯერ ნასამართლევი მამაკაცი პატიმრობაში კიდევ ერთხელ მოხვდა.

რა გახდა სასტიკი მკვლელობის მიზეზი, რომელიც ორი მცირეწლოვანი შვილის დედის გარდაცვალებით დასრულდა? როგორც გამოძიებით გახდა ცნობილი, 33 წლის ნანა ქ-შვილი ყოფილი ქმრის ეჭვიანობის მსხვერპლი გახდა.

მკვლელობა ჩადენილი იყო თავის არეში მიყენებული დაზიანებით, რაც სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით იყო გამოწვეული. გამოძიების ვერსიით, მოგვიანებით კი, სამედიცინო ექსპერტიზით, დადგინდა, რომ ქალს თავის არე ქვით ჰქონდა დაზიანებული. ექსპერტიზით ცნობილი გახდა ისიც, რომ ახალგაზრდა ქალი მკვლელობამდე სექსუალური ძალადობის მსხვერპლიც იყო. ამაზე მიუთითებდა გარეგნული ნიშნები და ასევე, დაზიანებები, რომელიც მას გარდაცვალებამდე მიაყენეს.

ახალგაზრდა ქალის ცხედარი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, ტყის მასივის სიახლოვეს, ახალგაზრდა მამაკაცმა აღმოაჩინა. მოგვიანებით, მანვე იპოვა გარდაცვლილის ჩანთა და პირადი ნივთები, რომლებიც შემთხვევის ადგილის სიახლოვეს იყო – პოლიციასაც მომხდარის შესახებ სწორედ მან შეატყობინა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, დაიწყო გამოძიება.

გარდაცვლილი ქალის პირადი ნივთების საშუალებით ცნობილი გახდა მისი ვინაობა – ქალს საფულეში აღმოაჩნდა კოსმეტიკური კომპანიის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა, რის მიხედვითაც მისი პიროვნების დადგენა მოხდა. მოწმის ჩვენებით, რომელმაც გარდაცვლილი აღმოაჩინა, ქალის ნივთებს მან შემთხვევის ადგილიდან 200 მეტრის დაშორებით მიაგნო.

ამონაწერი ახალგაზრდა მამაკაცის ჩვენებიდან:

„ჩემი საცხოვრებელი ბინა იმ ტყის მასივთან ახლოსაა. ხშირად იმ ტერიტორიაზე ძაღლებს ვასეირნებ, ვწვრთნი. იმ დღეს ძაღლი გამექცა და მეც გავეკიდე. გაქცევისას რაღაცას წამოვკარი ფეხი, აღმოჩნდა – ქალის ჩანთა. ავიღე, მაგრამ არ გამიხსნია, ისე გავაგრძელე გზა. ძაღლი შეჩერდა და უცნაური ყეფა დაიწყო. ახლოს რომ მივედი, დავინახე, ძირს ეგდო ქალის ცხედარი, რომელსაც ტანსაცმელი ჰქონდა შემოხეული. ცოტა ხნით იქაურობა დავტოვე და გზაზე გამოვედი. მანქანა გავაჩერე და ჩემთვის უცნობ მამაკაცს პოლიციაში დარეკვა ვთხოვე. შემთხვევის ადგილი პოლიციის მოსვლამდე არც ერთს არ მიგვიტოვებია.”

გამოძიების მასალებით ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი ქალი ორი შვილის დედა იყო და მუსიკის მასწავლებლად მუშაობდა. გამოძიებამ დაკითხა მისი ოჯახის წევრები – დედა და და. დაიკითხნენ ასევე, გარდაცვლილის ახლო მეგობრებიც. მათგან კი, გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ ქალს მოკვლით ყოფილი მეუღლე ემუქრებოდა. ნანა ქ-შვილი მასთან ორი წლის გაშორებული იყო. ქმარმა ქალს ვერ აპატია, რომ მან ის ციხეში ყოფნისას მიატოვა. ნანა ქ-შვილის მეგობრის განცხადებით, ბექა ს-ძემ მას არაერთხელ უთხრა, რომ, თუ საჭირო გახდებოდა კერძო დექტექტივსაც დაიქირავებდა და არ შეარჩენდა, თუ ქალს მეგობარი მამაკაცი ჰყავდა. „ხან სად ჩაუსაფრდებოდა და დახვდებოდა, ხან – სად. ნანას მისი ძალიან ეშინოდა. ბოლოს მუსიკალური სკოლის მძღოლზე დაიწყო ეჭვიანობა, სახლში რატომ მიყავხარო. ძლივს დაუმტკიცა ნანამ, რომ მასთან სამსახურის გარდა, საერთო არაფერი ჰქონდა.”

სამართალდამცველებმა ბექა ს-ძე რამდენჯერმე დაკითხეს. ის აცხადებდა, რომ ყოფილ ცოლთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. მუქარის შემცველი მესიჯების შესახებ კი, რაც გამოძიებამ შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი ტელეფონის გაშიფვრის შედეგად ამოიღო, ბექა ს-ძე აცხადებდა, რომ ეს მხოლოდ მუქარა იყო. ყოფილი ცოლი კი, გაშორების მიუხედავად, ისე უყვარდა, მას არაფერს დაუშავებდა. მოპოვებულ მტკიცებულებებს შორის აღმოჩნდა მამაკაცის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი მეგობართან. საუბარში ის დანაშაულს აღიარებდა და მისი დაკავების შემთხვევაში, შვილების პატრონობას მას სთხოვდა. სამართალდამცველებმა ბექა ს-ძე დააკავეს, მან ჩადენილი დანაშაული აღიარა და მისი „მონანიებაც” სცადა.

როგორც დაკავებულის ჩვენებით და გამოძიების მასალებით გახდა ცნობილი, ბექა ს-ძემ ნანა ქ-შვილი მოტყუებით, მასთან საუბრის საბაბით, ქალაქიდან გაიყვანა. შემთხვევის ადგილზე, ქალმა კატეგორიულად მოსთხოვა, სახლში დაებრუნებინა – ტყის მასივის დასაწყისში, დასახლებული ტერიტორიიდან მოშორებით, მამაკაცი ყოფილი ცოლის გაუპატიურებას შეეცადა, რასაც ნანა ქ-შვილის წინააღმდეგობა მოჰყვა. ბექა ს-ძემ ქალს ტანსაცმელი შემოახია, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სცემა და ძალის გამოყენებით მასთან სექსუალური კავშირი მაინც დაამყარა. ბრალდებულის ჩვენების მიხედვით, ქალმა უთხრა, რომ ის ეზიზღებოდა. მას ჰყავდა საყვარელი მამაკაცი, რომელთანაც ოჯახის შექმნას აპირებდა. ბექა ს-ძემ ქალს თავი ქვით გაუხეთქა. მან ყოფილ მეუღლეს დიდი ზომის ქვა (რომელიც გამოძიებამ შემთხვევის ადგილიდან ამოიღო) სამჯერ ჩაარტყა თავში და რომ მიხვდა, დაზიანებები სასიკვდილო იყო, გაიქცა. თან, წაიღო ქალის ჩანთა, რომელიც შემთხვევის ადგილს გამოსცდა თუ არა, მოისროლა. თვითონ კი სასწრაფოდ დატოვა იქაურობა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი დანაშაულის ჩადენიდან ხუთი საათის შემდეგ აღმოაჩინეს.

მასალა მომზადებულია „თბილისელების“ მიხედვით.

🔘აგრეთვე დაგაინტერსებთ:

⏺თბილისში ცნობილი ექიმი და მისი 8 კოლეგა სასტიკად მოკლეს - შემზარავი და გაუხმაურებელი საქმე

⏺თბილისში 45 წლის კაცმა მეზობელი გოგო ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი გაგუდა

⏺ერთნაირი ხელწერით დახოცილი ქალები - სერიული მკვლელობები თბილისსა და წყალტუბოში