Digest Logo

„ბევრი ადამიანი გაგიჟდება და მოკვდება ამისგან“ - რას უნდა ველოდოთ 2022 წელს ვანგას წინასწარმეტყველებით? - დაუჯერებელი დამთხვევები და ფაქტები

1640159678
ვანგა

მსოფლიოში ცნობილი ნათელმხილველის ვანგას წინასწარმეტყველებით, 2022 წელს დესტრუქციულ მოვლენებს უნდა ველოდოთ მთელ მსოფლიოში, მისი თქმით ცვლილებები შეიძლება იყოს პოზიტიურიც.

2022 წელს ვანგა კაცობრიობის აყვავებისა და განვითარების ახალი რაუნდის დაწყებას არ გამორიცხავს. ვანგას წინასწარმეტყველებით.

ვანგას წინასწარმეტყველებით, 2021 წელს მსოფლიოს „ძლიერი დრაკონი“ შეიპყრობდა და სამი „გიგანტი“ გაერთიანდებოდა.

ექსპერტები განმარტავენ, რომ „ძლიერ დრაკონში“ ნათელმხილველმა ჩინეთი იგულისხმა, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა.

ვანგა გვაფრთხილებდა ხალხის მასობრივი დაავადების შესახებ, რომელიც მთელ მსოფლიოს დაიპყრობდა. სწორედ ეს მოხდა 2020 წელს. ვანგამ იწინასწარმეტყველა, რომ მომხდარის გამო პლანეტის მოსახლეობა შემცირდება. ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსეთი შეძლებს ამ პრობლების გამკლავებას საკმაოდ სწრაფად.

ვანგას პროგნოზები უფრო მკაცრია 2021 წლისთვის. მისივე თქმით, მომავალი წლისთვის კაცობრიობა შეძლებს თავი დააღწიოს ამ უსიამოვნო ინფექციას, რადგან „წამალი ცნობილია, ის ახლოსაა, თქვენ უბრალოდ ის უნდა დაინახოთ.“ მაგრამ ეს აქ არ დასრულდება...

ყველაზე ცუდი რამ 2021 წელს მოხდება - ამ დაავადებების შედეგები, რომლებიც ჩვენამდე მოვა. ვანგამ იწინასწარმეტყველა, რომ ამ დროისთვის უამრავი ადამიანი აღარ დაიღუპება ინფექციისგან. კაცობრიობა უბრალოდ ჭკუიდან შეიშლება. ბევრი ადამიანი გაგიჟდება და მოკვდება ამისგან. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ყველა მორწმუნე გადარჩება. როგორც ყოველთვის, სავარაუდოდ, ვანგას სიტყვების ზუსტი მნიშვნელობა მხოლოდ 2021 წელს გახდება ცნობილი, როცა წინასწარმეტყველება უნდა შესრულდეს.

ვანგამ ასევე იწინასწარმეტყველა, რომ მსოფლიოში შიმშილი 2028 წლისთვის დასრულდება, დედამიწა ადამიანების ცხოვრებისთვის გამოუსადეგარი 2341 წლისთვის გახდება, ხოლო მარსის კოლონიები ბირთვულ იარაღს 2256 წლისთვის შეიძენენ.

ვანგას წინასწარმეტყველებით სამყაროს აღსასრული 5079 წელს დადგება.

✅აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„ბანდიტებად და მკვლელებად გადაიქცევიან“ - ვანგასა და ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებები 2022 წლისთვის

🔵„კოვიდი არ არის ყველაზე საშინელი რამ...“ - როგორ ხედავს 2022 წელს 15 წლის ნათელმხილველი ბიჭუნა, რომელმაც პანდემია იწინასწარმეტყველა

🔵 ცრუ ბრალდებები, გრანდიოზული ქორწილი და გზა წარმატებისკენ - ლაშა ტალახაძის უცნობი ამბები

🔵ვანგას წინასწარმეტყველება - რა ელის კაცობრიობას მომავალში?! როდის განადგურდება დედამიწა?!

🔵„22 დეკემბერს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ“ - ვანგას წინასწარმეტყველება პანდემიის დასასრულზე

🔵„22 დეკემბერს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ“ - ვანგას წინასწარმეტყველება პანდემიის დასასრულზე