ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის პრევენციის წესების დარღვევის გამო ადამიანი საჯაროდ დახვრიტეს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური გამოცემა DAILYMAIL-ი ავრცელებს.
28 ნოემბერს, ჩინეთის საზღვრიდან კონტრაბანდული საქონლის გადმოტანაში მხილებული მამაკაცი, კოვიდ 19-ის გადაადგილების წესები დარღვევის გამო დახვრიტეს, რათა მოსახლეობა დაეშინებინათ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალურად აცხადებენ, რომ კოვიდ 19-ის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, კიმ ჩენ ინის რეჟიმმა ქვეყნის მთელი მასშტაბით საგანგებო საკარანტინო ზომები მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელიც საჯაროდ დახვრიტეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომების დარღვევის გამო 50 წლის იყო.
⚪ აგრეთვე წაიკითხეთ:
5 კერძი, რომელიც მოგზაურობას კიდევ უფრო მოგანატრებთ
აქ იყო... - როგორ დავამახსოვრეთ თავი ევროპას? ქართული წარწერები საზღვარგარეთ