„ყველაფერი, რაზეც 25 წლის განმავლობაში ვმუშაობდით შეიძლება, 1 წელიწადში დავკარგოთ“,- ამბობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ანიტა ბათია.
კორონავირუსის პანდემიამ შეიძლება, 25 წლის განმავლობაში პროგრესირებადი გენდერული თანასწორობა გაანადგუროს - ამტკიცებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ახალი გლობალური მონაცემები.
პანდემიის გავლენის გამო, ქალები სახლის საქმეებით მეტად არიან დაკავებულნი, ვიდრე აქამდე.
შესაძლოა, ქალებს დასაქმებისა და განათლების მიღების შესაძლებლობები შეეზღუდოთ და გაუარესდეს მათი ფსიქიური და ფიზიკური ჯანმრთელობა.
„ჩვენ ვართ გენდერულ სტერეოტიპებსა და 1950-იან წლებში დაბრუნების რეალური საფრთხის წინაშე“ - ამბობს ბათია.
ქალების მიერ შესრულებული საქმის დაუფასებლობაზე პანდემიამდელი მონაცემებიც მეტყველებს. მთელს მსოფლიოში ქალების მიერ შესრულებული სამუშაოს 3/4 არაანაზღაურებადი იყო. ახლა ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია.
”თუ პანდემიამდე ქალებს სამჯერ მეტი არაანაზღაურებადი საქმიანობის გაწევა უწევდათ, ვიდრე კაცებს, გარწმუნებთ, რომ ეს რიცხვი მინიმუმ გაორმაგდა,” - ამბობს ბჰათია.
მიუხედავად იმისა, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული 38 კვლევა, ძირითადად, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების მონაცემებს აღწერს, განვითარებული ქვეყნების მონაცემებიც ანალოგიურ სურათს გვიჩვენებს.