Digest Logo

„უდიპლომო სასიძო“ კორონავირუსს ემსხვერპლა - მსახიობი კოტე მგალობლიშვილი გარდაიცვალა

1631978776
კოტე მგალობლიშვილი

81 წლის ასაკში მსახიობი და პოლიტიკოსი კოტე მგალობლიშვილი გარდაიცვალა. იგი მაყურებელმა ფილმში „უდიპლომო სასიძო“ შესრულებული მთავარი როლით გაიცნო.

კოტე მგალობლიშვილი კიდევ რამდენიმე ქართულ ფილმშია გადაღებული, თუმცა ყველაზე წარმატებული მისთვის „ბიჭიკოს“ პერსონაჟი აღმოჩნდა.

კოტე მგალობლიშვილი 1995 წლიდან 2008 წლამდე საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

გარდაცვალების მიზეზად კოვიდ-ინფექციის გადატანის შემდეგ დარჩენილი გართულებები სახელდება.