Digest Logo

დაჭრილი შველას ითხოვდა, მამიდა მიშველეო... მამიდამისს ხელები სისხლიანი ჰქონდა - ახალი დეტალები იმერეთში მოკლული ძმების საქმეზე

1617612966
საპატრულო პოლიციის ლენტი

იმერეთში ძმების მკვლელობის საქმეზე კურიერმა დამატებითი დეტალები გაარკვია - როგორც ადგილობრივები აცხადებენ, 29 წლის მამაკაცი პოლიციას თვითონ ჩაბარდა. თუმცა ამ ინფორმაციას შსს ოფიციალურად არ ადასტურებს. ცნობილია ის, რომ მამაკაცი დაკავებულია და ბრალად საკუთარი ბიძაშვილების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობა ედება.

„ძმებიდან ერთ-ერთი დაჭრის შემდეგ საშველად წავიდა, მამიდა მიშველეო... იმან დაგვჭრაო, რომ გამოვიდა მამიდამისი, ხელები სისხლიანი ჰქონდა ჩვენ, რომ მივედით.

დააკავეს, ჩაბარდა. თვითონ ჩაბარდა, იმ წუთას იქ არ იყო, მაგრამ მერე მოვიდა და ჩაბარდა. სად წავა, ვის გაექცევი ახლა," - განაცხადა „კურიერთან“ საუბრისას ადგილობრივმა.

რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, დანაშაულის ერთ-ერთ მიზეზად საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი სახელდება, თუმცა სოფელ რიონში იმასაც ამბობენ, რომ ნათესავებსა და მეზობლებს ერთმანეთში არანაირი დაპირისპირება არ ჰქონიათ.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა სოფელ რიონში გუშინ მოხდა. 40 წლამდე მამაკაცები სანადირო თოფით არიან მოკლული - ერთს ტყვია მუცელში, მეორეს კი - ფეხში ჰქონდა მოხვედრილი. იარაღი ამოღებულია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.