საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული პირის საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 4719 ერთეული კოლოფი „MAC“-ის, „MANCHESTER“-ის,„2005“-ის, „OSCAR“-ის და „MARLBORO“-ს, დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს 20 763 ლარს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.
ასევე დაგაინტერესებთ👇
ნაძალადევში ახალგაზრდა გოგო დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
თბილისში, თოიძის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა
დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულოა