Digest Logo

გოგი წულაია პატიმრობიდან გაათავისუფლეს

1625137288
პოლიტიკოსი გოგი წულაია

პოლიტიკოსი გოგი წულაია პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას ადვოკატი ადასტურებს.

მისი თქმით, წულაიას გამოსაყვანად მიდის, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

ტელეკომპანია „ფორმულა“ დამატებითი ინფორმაციის მიღებას სასამართლოსგან და პენიტენციურ სამსახურთან ცდილობს. უცნობია, რის საფუძველზე გათავისუფლდა ის.

წულაია 17 მარტს დააკავეს. მას ბრალად ქალის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება ედება, ჩადენილი ძალადობით.

მსხვერპლი ფორმულასთან ჰყვება, რომ წულაია "ძალადობასა და ჟინის მოკვლას ცდილობდა".

მისი თქმით, წულაია პატრულის გამოძახებით შეაშინა და ბინიდან გამოქცევა მოახერხა. ქალის თქმით, სხეულზე დაზიანებები აქვს.

წულაია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ პროვოკაცია მოუწყვეს.

წულაიას თავდაპირველად ბრალი 126-ე, ძალადობის მუხლით წარეგდინა. თუმცა 18 მარტს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი 138-ე მუხლად გადაკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით [გაუპატიურება] გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.

წულაიას 19 მარტს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

წყარო: formulanews.ge