მოსკოვში, რუსთაველი „კანონიერი ქურდი“ 58 წლის მერაბ ლომსაძე იგივე „ბასმაჩა“ თაღლითობის ბრალდებით დააპატიმრეს.
ren.tv-ის ინფორმაციით, დაზარალებული 70 წლის პენსიონერია, რომელიც მერაბ ლომსაძემ გაცნობის საიტზე გაიცნო და თავი ბიზნესმენად წარუდგინა.
როგორც დაზარალებული ყვება, ქართველმა კაცმა მას თავი შეაყვარა, შედეგ ტრანკვილიზატორებით დააძინა და გაძარცვა.
მერაბ ლომსაძემ 70 წლის პენსიონერს 9 მილიონი რუბლი გასტაცა.
„გაცნობის საიტზე მან თავი ბენიამინად წარმიდგინა. თქვა, რომ მას დიდი ბიზნესი ჰქონდა. კომპლიმენტებს მეუბნებოდა… შეხვედრაზე შევთანხმდით, ჩემს სახლში შემოვუშვი და… ყოველ ჯერზე ახალ მიზეზს ამბობდა, რომ ჩემთან მოსულიყო. ჩემზე მაღალი, დაახლოებით 1,7 სმ-სიმაღლის ვარდები მომიტანა. მეუბნებოდა, რომ მისი შვილი ახლახანს მოკლეს და ვინმესთან საუბარი სჭირდებოდა. მე მას დავუჯერე“, – იხსენებს დაზარალებული.
მოსკოველი პენსიონერი ჯერჯერობით ერთადერთია, ვინც პოლიციას მიმართა, თუმცა გამოძიება არ გამორიცხავს, რომ დაზარალებულთა რაოდენობა გაიზარდოს. რუსი გამომძიებლების აზრით, საქმე გვაქვს კარგად ორგანიზებულ თაღლითურ სქემასთან. გამოძიების ვერსიით, მერაბ ლომსაძე მარტოხელა ქალების ხაფანგში გაბმით დიდი ოდენობით სარგებელს იღებდა.
„ის ზრუნვას, პატივისცემას და დაფასებას დამპირდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მისთვის უპირველესი ფული და ძვირფასეულობაა“, – ყვება დაზარალებული.
მერაბ ლომსაძემ ქალს ჯერ სეიფის გასაღები მოპარა, შემდეგ დააძინა და სეიფიდან დიდი ოდენობით ფული და ოქროულობა გაიტაცა.
„გაცნობის საიტზე მან თავი ბენიამინად წარმიდგინა. თქვა, რომ მას დიდი ბიზნესი ჰქონდა. კომპლიმენტებს მეუბნებოდა… შეხვედრაზე შევთანხმდით, ჩემს სახლში შემოვუშვი და… ყოველ ჯერზე ახალ მიზეზს ამბობდა, რომ ჩემთან მოსულიყო. ჩემზე მაღალი, დაახლოებით 1,7 სმ-სიმაღლის ვარდები მომიტანა. მეუბნებოდა, რომ მისი შვილი ახლახანს მოკლეს და ვინმესთან საუბარი სჭირდებოდა. მე მას დავუჯერე“, – იხსენებს დაზარალებული.
ქალი ყვება, რომ უშუალოდ ძარცვის დღეს, მამაკაცმა მას ქართული რესტორნიდან შეკვეთილი ბადრიჯნის კერძი მიუტანა, როგორ შემდეგ გაირკვა, საიდუმლო ინგრედიენტებით. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ კერძში ძლიერი ტრანკვილიზატორები იყო გარეული.
„ძლივს წამოვდექი და ვამბობდი – ძალიან მეძინება… მაგრამ ის ურეაქციოდ იჯდა და ამბობდა – მეც მინდა ძილი”, – ყვება დაზარალებული.
მალევე ქალს „მშვიდად“ ჩაეძინა და გაღვიძებისთანავე აღმოაჩინა, რომ სეიფიდან ფული და სამკაულები იყო წაღებული.
გაირკვა ისიც, რომ ძარცვამდე რამდენიმე დღით ადრე მერაბ ლომსაძემ 70 წლის მარტოხელა პენსიონერის სახლში სათვალთვალო კამერა დაამონტაჟა. ჩამწერი მოწყობილობა სათამაშოებს შორის დამალა ისე, რომ ყურადღება არ მიექცია. ის სპეციალური აპლიკაციით, საკუთარ ტელეფონში აკონტროლებდა, თუ სად ინახავდა ქალი ფულს და ძვირფასეულობას.
ძარცვის შემდეგ მერაბ ლომსაძემ ქალაქი მალევე დატოვა. გამოძიების ინფორმაციით, ის მარიელის მხარეში გაემგზავრა, სადაც თავის ნამდვილ მეუღლესთან ერთად დიდი ხანია ცხოვრობს. სწორედ იქვე მოხდა მისი დაპატიმრებაც.
ამის შემდეგ გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ თაღლითობის უკან „ბასმაჩას“ მეტსახელით ცნობილი კრიმინალური „ავტორიტეტი“, მერაბ ლომსაძე იდგა. ის „კანონიერ ქურდად“ წლების წინ, საქართველოში „მონათლეს“. ლომსაძეს ბელარუსში დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
ამჟამად ლომსაძე იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი. მას წინ სასამართლო განხილვები ელის. ცნობილია, რომ თავად ყველანაირ ბრალდებას უარყოფს და ირწმუნება, რომ პენსიოერი ქალის სახლიდან მხოლოდ ის წაიღო, რაც თავის დროზე, ქალს თავადვე აჩუქა.
წყარო: ren.tv