Digest Logo

ყვარელში ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია

1631200460
დაკავება

ყვარელში სპეცოპერაცია დასრულდა. საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი დაკავებულია.

„ყველა მძევალი არის თავისუფალი, შეტყობინების მიღებისთანავე სამართალდამცველებმა დაიწყეს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები. ამ წუთებშიც მიმდინარეობს ღონისძიება. გამოძიება არაერთი მუხლით მიმდინარეობს. თანხასთან დაკავშირებით იყო მოთხოვნა“, - განაცხადა შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთი კოვზიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელმა მძევლები ნაწილ-ნაწილ გაათავისუფლა. მას 15-მდე მძევალი ჰყავდა აყვანილი. გათავისუფლებული მძევლები თავს ჯანმრთელად და უსაფრთხოდ გრძნობენ. ისინი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

სპეცოპერაცია ყვარელში მდებარე „საქართველოს ბანკში“, დაახლოებით, 3 საათი მიმდინარეობდა.