Digest Logo

სად გაქრა ბადრი ესებუა და სადაა გატაცებული ნახევარი მილიონი?

1605594267
ბადრი ესებუა ზუგდიდი

ზუგდიდში 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკზე განხორციელებული თავდასხმა ყველასათვის დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, მთელი საქართველოს მოსახლეობის ყურადღება ზუგდიდმა და თავდამსხმელმა ბადრი ესებუამ მიიქცია.

ამბის დასასრული კი ყველამ ვნახეთ. სახელმწიფომ გადაწყვიტა, მძევლების სიცოცხლე საფრთხეში არ ჩაეგდო და მძარცველს ნახევარი მილიონი ამერიკული დოლარი გადასცა.

მომხდარიდან მალევე, საქართველოში საარჩევნო ციებ-ცხელება დაიწყო და თითქოს ბევრს გადაავიწყდა, ზუგდიდში მომხდარი ძარცვა. თუმცა პერიოდულად სხვადასხვა მედიასაშუალებები ავრცელებდნენ ინფორმაციას, სად შეიძლება იყოს ესებუა.

გთავაზობთ ვერსიებს, რომელიც ჯერ-ჯერობით მოუხელთებელი მძარცველის შესახებ ვრცელდება.

1. თავად საქართველოში დარჩა, თანხა კი საქართველოში აღარაა და აფხაზეთში გადაიტანეს.

2. ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, ჯარში მსახურის დროს ფილტვებზე შეექმნა პრობლემა. სამკურნალო თანხა არ ჰქონდა და თამაში დაიწყო. შესაბამისად ბევრი ვალი დაუგროვდა (შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბანკის გაქურდვა სწორედ ვალებმა გადააწყვეტინა).

ძარცვამ საზოგადოებას ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დაუტოვა.

ის მარტო მოქმედებდა, თუ თანამზრახველი ჰყავდა?

როგორ მოხდა, რომ შსს-მ მძარცველს ნახევარი მილიონი გადასცა და მისი კვალი დაკარგა და როგორ ვერ მოაგვარა პრობლემა, თუნდაც ერთი პატარა გადამცემის წყალობით.

ბადრი ესებუას მეგობარი ფიქრობს, რომ ის კარგად მოემზადა, რომ სისხლი არ დაღვრილიყო.

მისი თქმით, ესებუა გონიერია და ის ქვეყანას არ დატოვებდა, რადგან გონიერია და ახლა შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს ეძებს.

უცნაურია, მაგრამ ბადრი ესებუა ძარცვამდე რამდენიმე საათით ადრე მეზობელს სიმინდის აღებაში ეხმარებოდა.

სწორედ ამიტომ ზოგი შსს-ს განცხადების მიუხედავად მაინც ფიქრობს, რომ მძარცველი ბადრი ესებუა არც ყოფილა.

წყარო: fortuna.ge