Digest Logo

„სად მაკოცებ? შენი დაქალების სურათები გამომიგზავნე" - შსს სავარაუდო პედოფილს ეძებს

1627372008
წერილი

შსს 33 წლის სავარაუდო პედოფილს ეძებს. როგორც ირკვევა კაცი არასრულწლოვან გოგონებს სისტემატურად ავიწროებდა. მის წინააღმდეგ ძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც მტკიცებულებები პოლიციაში ერთ-ერთი დაზარალებულის დამ მიიტანა. როგორც ირკვევა ბრალდებული 13 წლის გოგოს სექსუალურ ფოტოებს უგზავნიდა და მისგანაც იგივეს მოითხოვდა.

 

„შემთხვევა მოხდა სამი დღის წინ. ჩემი და, რომელიც არასოდეს ინტერესდება უცხო ადამიანების მიერ მიწერილი მესიჯებით, შედის სოციალურ ქსელში და ხვდება უცხო ადამიანის მინაწერი, რომელსაც ძალიან უცხო და სასაცილო სახელი ერქვა „ფეისბუკში" და იფიქრა რომელიმე მეგობარი ეხუმრებოდა. აქედან გამომდინარე ჩემმა დამ უპასუხა. შეატყო, რომ ამ ადამიანმა საუბარი გაუბა და გადაწყვიტა, მისთვის ასაკი დაემალა. ის მას გაეცნო როგორც 13 წლის გოგონა. ამის შემდეგ მამაკაცმა ჩემი დისგან დაიწყო სურათების გაგზავნის და შეხვედრის მოთხოვნა. მისმა საუბარმა შეიძინა სექსუალური შინაარსი. სად მაკოცებ, შენი დაქალების სურათები გამომიგზავნე და მსგავს რაღაცებს წერდა. ეს პირი საფრთხის შემცველია სხვა არასრულწლოვნებისთვისაც",- აცხადებს არასრულწლოვნის და „ტვ პირველთან" საუბრისას.

ცნობისთვის, დანაშაულში მხილებულს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

შსს-სთან კაცმა თავის დაწვა სცადა

„ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის თბილისში 2 პირი დააკავეს

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა