სამეგრელოში 8 წლის ბავშვის გააუპატიურეს. ინფორმაცია სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, საქმეზე დაკავებულია ორი პირი და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები ბავშვის მეზობლები, 65 და 35 წლის მამა-შვილი არიან.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბავშვმა მომხდარის შესახებ მშობლებს მას შემდეგ უამბო, რაც ძლიერმა ტკივილებმა შეაწუხა.
„მთელი სოფელი ფეხზე იდგა. მას შემდეგ, რაც პოლიციამ მამა-შვილი წაიყვანა, მეზობლებმა მათი ოჯახის წევრები აიძულეს, იქაურობა დაეტოვებინათ.
ორივეს ცოლ-შვილი ჰყავს, მათ ოჯახშიც იზრდებოდნენ ბავშვები. კარგი რეპუტაციის ოჯახი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ასეთ რამეს ვერავინ წარმოვიდგენდით“, - აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.
დანაშაული 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.