43 წლის ქართველმა დავით მურტინელმა, რომელიც საბერძნეთის ციხეში სასჯელს ცნობილი ბერძენი მსახიობის მკვლელობისთვის იხდის, მეორე ქართველი პატიმარი ცივი იარაღით მოკლა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველ პატიმრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ექსკლუზივ ტვ“ ავრცელებს.
დავით მურტინელს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, გარდაცვლილი ქართველი პატიმარი კი 15-წლიან სასჯელს იხდიდა და საპატიმროს 2 წელიწადში დატოვებდა.