Digest Logo

ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები დღეს ციხიდან გამოდიან

1629873982
ვახო სანაია

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. მათ მოსამართლემ 6 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, რომლის ვადაც უკვე ამოწურულია, რის გამოც სამივე მსჯავრდებული საპატიმროს დღეს დატოვებს.

ინფორმაციისთვის, ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულებს ბრალი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მუქარის მუხლებით ედებოდათ.

სისხლის სამართლის მიხედვით, დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.