„დაიჯესტი" გთავაზობთ ახალგაზრდა ქალის ისტორიას, რომელსაც გაოცების გარეშე ვერ წაიკითხავ.
„მე და ჩემმა მეუღლემ, ერთმანეთი 2003 წლის „ვარდების რევოლუციის” დროს გავიცანით. მაშინ ათასობით ადამიანი ვიდექით ქუჩაში და ვაპროტესტებდით იმ უსამართლობას, რასაც შევადნაძის რეჟიმი აკეთებდა. მაშინ 19 წლის ბავშვი ვიყავი. უამრავი ხალხის გვერდით ვიდექი და ვითხოვდი ცვლილებას, რომელიც ნამდვილად მოვიპოვეთ. იმ ავბედით დღეებში, როცა შემოდგომის სიცივით გათოშილებს ახლა უკვე უამინდობა და წვიმაც დაერთო, ხომ საერთოდ საშინელება დატრიალდა. წასასვლელი და თავშესაფარიც არსად იყო, რადგან ამდენი ადამიანი ერთად ვერაფერს შევეფარებოდით და აქციის დაშლა გარდაუვალი იყო. სწორედ ამ დროს მოიტანეს ის პოლიეთილენის ცელოფნები, რომლითაც წვიმისგან ვიცავდით თავს. სწორედ ამ მომენტში გავიცანი მამუკაც. მაღალი, სიმპათიური, განათლებული და თბილი პიროვნება, რომელმაც თავისი იუმორითა და ყურადღებით წამებში მომაჯადოვა. მისმა თვალებმა კი დამაჰიპნოზა. ყველაფერი სწრაფად აეწყო და 6 თვეში ვიქორწინეთ კიდეც. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ ჩემს ძმას, რომელსაც მანამდე ყველა ჩემს თაყვანისმცემელთან პრობლემა ჰქონდა, მამუკა პირველივე შეხვედრის დროს მიიღო. თავიდან ვერაფერს ვამჩნევდი განსაკუთრებულს, საკმაოდ წარმატებული ადამიანი იყო და სულ საზღვარგარეთ დადიოდა. ოჯახისთვის ნაკლებად იცლიდა მაგრამ, არც მე და არც ბავშვებს არაფერს გვაკლებდა. ყველაფერი კი ბოლო პერიოდში გაფუჭდა. სახლში თითქმის არ იყო, ან მივლინებაში იყო, ან მეგობრებთან ერთად სვამდა. ერთ დღეს დამირეკა და მითხრა, რომ მეორე დღეს საზღვარგარეთ უშვებდნენ სასწრაფო შეხვედრა იყო ჩანიშნული და ბარგი ჩამილაგეო. მეც ყველაფერი გავუმზადე, საღამოს მოვიდა დაგვემშვიდობა და წავიდა. ისე წავიდა, როგორც მანამდე მიდიოდა ხოლმე, ყველას მოგვეხვია შუბლზე გვაკოცა, მაგრამ „დროებით”-ის მაგივრად „მშვიდობით”-ო თქვა და გავიდა. მას შემდეგ აღარ გამოჩენილა, ძალიან ბევრი ძებნის შემდეგ კი, მისმა საუკეთესო მეგობარმა, რომელმაც ჩემს გლოვას ვერ გაუძლო მითხრა, რომ თურმე ახალი ცოლი მოუყვანია და თავს ბედნიერად გრძნობსო. იმდენად მიყვარდა რომ, მთავარი იყო ცოცხალი იყო და გადავიტანდი მის სხვა ქალთან გაქცევასაც კი. სამწუხაროდ, ვაი რომ ქალი არ იყო მისი მეუღლე. კაცი იყო, ის კაცი რომელთან ერთადაც გავიზარდე და ჩემს სისხლად და ხორცად ვთვლიდი. 15 წლის თანაცხოვრების შემდეგ გავიგე, რომ ჩემი 2 შვილის მამა გეი ყოფილა. უცხოეთში კი ჩემს ემიგრანტ ძმაზე უქორწინია".
ასევე დაგაინტერესებთ👇
კაროლინაში თევზი დაიჭირეს, რომელსაც „ადამიანის კბილები“ აქვს - ნახეთ, ფოტოები
VIDEO: ბოლივიაში სიდიდით მეორე ტბა „გაქრა"
წყარო: pozitivi.ge