„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის №322 დადგენილებაში ცვლილებების თანახმად, ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება შესაძლებელი.
ამავე ცვლილებების მიხედვით, იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმებისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად.
ამასთან, 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურინირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე.
დადგენილება მიმდინარე წლის 19 ივლისიდან ამოქმედდება.