პოლიტიკოსი გოგი წულაია პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
როგორც ის მედიასთან საუბრისას ამბობს, ციხეში 25-27 კგ დაიკლო.
წულაიას თავდაპირველად ბრალი 126-ე, ძალადობის მუხლით წარედგინა. თუმცა 18 მარტს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი 138-ე მუხლად გადაკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით [გაუპატიურება] გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით, ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.
წულაიას 19 მარტს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.