Digest Logo

„ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან მიდიან, არავის უნდა სიძულვილის და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს“ - პრეზიდენტი

1639673082
სალომე ზურაბიშვილი

„ვხედავთ, ვიცით, თუ არ დავხუჭავთ თვალს, რომ ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან მიდიან,  ერთი სწრაფვა აქვთ, რომ წავიდნენ აქედან“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პოლიტიკური პარტიების მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

როგორც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აღნიშნა, არავის უნდა ბოღმის და სიძულვილის ქვეყანაში ცხოვრება.

„დროა ახალგაზრდებისთვის, ჩვენ ვხედავთ, ვიცით, თუ არ დავხუჭავთ თვალს, რომ ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან მიდიან. ერთი სწრაფვა აქვთ, რომ წავიდნენ აქედან, იმიტომ რომ თუ ახალგაზრდაა და რაღაც შესაძლებლობებს გრძნობს საკუთარ თავში, არავის უნდა, სიძულვილისა და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს. ქვეყანაში, სადაც თვითონ ვერ ხედავს, რა არის მისთვის პერსპექტივა და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა.

მეც ვგრძნობ ჩემს პირად პასუხისმგებლობას მათ მიმართ. დროა ქვეყნისთვის, თუ ჩვენ არ გვინდა, დავკარგოთ ყველა შანსი, რაც გვაქვს, რაც ჩვენს წინ არის, ეს იქნება ევროპული ინტეგრაცია, რეგიონში ჩვენი როლის დაბრუნება, თუ ჩვენი ფუნქციის მოპოვება ახალ მსოფლიოში, რომელიც დღეს ძალიან სწრაფად ვითარდება. ამ ყველაფერზე თუ ერთად არ ვიფიქრეთ, ცალ-ცალკე „არა, მე ვიცი და შენ არ იცი არა, შენ ის ხარ და არა, შენ ესა ხარ“, მგონი, ვერსად წავალთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინფორმაციისთვის, მიღებას პოლიტიკური პარტიების ნაწილი ესწრება, მათ შორის არიან, როგორც მმართველი პარტიის, ასევე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.