Digest Logo

„ჩემი შვილი ციხეში აღარ არის, სადღაც გააქრეს“ - გიული ალასანია

1636380592
გიული ალასანია და სააკაშვილი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, პატიმარი რუსთავის ციხეში აღარ არის. მას ციხეში შვილთან შეხვედრაზე უარი განუცხადეს.

„თვითონაც არ აქვთ პასუხი. ინფორმაცია არ მაქვს. მაქვს მხოლოდ ვარაუდი. თვითონ დავინახე, როგორ გადაგვიფრინა ვერტმფრენმა, როგორ გაიარა ბრონირებულმა მანქანამ და ფაქტია, რომ ჩემი შვილი აქ აღარ არის, ამ ციხეში“, - აღნიშნა გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.