Digest Logo

გადაგივადდებათ თუ არა სესხები? - რას პასუხობს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი

1606661940
ფული და სესხი

საქართველოს მთავრობის მეთაურის გიორგი გახარიას განცხადებით, ბაზრობაზე დასაქმებული ადამიანები ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ და საბანკო ვალდებულებები გადაუვადდებათ, გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის გამო იქნება მიღებული.

„დაიჯესტი“ დაინტერსედა შეძლებენ თუ არა ის მოქალაქეები, რომლემაც სამსახური არ დაკარგეს, მაგრამ მათი სამუშაო დრო და ანაზღაურება შემცირდა სესხები გადავადებას, შეგახსენებთ, რომ საქართველოში მიმდინარე წელს კორონავირუსის პანდემიის გამო, მარტში ბანკებმა მოქალაქეებს სესხი 3 თვით გადაუვდეს.

ჩვენ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტს, ალექსანდრე ძნელაძეს დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ საყოველთაო გადავადებაზე საუბარი არ არის, თუმცა მისივე თქმით ეს არ ნიშნავს, იმას რომ არ მოხდება კონკრეტული შემთხვევის განხილვა.

„ამ ეტაპზე ცალსახა შეთანხმება რაზეც არის, ეს არის რესტრუქტურიზაცია, რომელიც გაუკეთდება იმ პირებს, რომლებიც შევლენ სოციალური დახამრების სიებში და ასევე, ვისაც შეუჩერდა საქმიანობა ლოქდაუნის გამო“- ამბობს დაიჯესტთან ალექსანდრე ძნელაძე.

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, კლიენტებმა ვისაც სურს რესტრუქტურიზაციით სარგებლობა, პირველ რიგში უნდა მიმართონ ფინანსთა სამინისტროს, შემდეგ დარეგისტრირდნენ და მოხვდნენ სპეციალურ სიებში, ხოლო შემდეგ კი უნდა მიმართონ კომერციულ ბანკებს.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

ცნობილია, ვინ მიიღებს 200-ლარიან დახმარებას 6 თვის განმავლობაში

ვის გადაუვადდება სესხები? - დეტალები

მანქანა მიყიდე... 1000$ მაჩუქე მაგრად მიჭირს - ქართველ მებრძოლს საჩუქრებს სთხოვენ