Digest Logo

განახლდება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა 4 სექტემბრიდან

1630051134
ავტობუსი

განაახლებს თუ არა მუშაობას მუნიციპალური ტრანსპორტი 4 სექტემბრიდან ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

„ამ ეტაპზე, ვირუსის საკმარისი კლება არ არის, რომ ამ საკითხზე დადებითი პასუხი გითხრათ,” – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა კითხვას იმის შესახებ, აღდგება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა 4 სექტემბრიდან.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს არ ეხება.