Digest Logo

გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა

1617440350
მწერალი გურამ დოჩანაშვილი

მწერალი გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა, ინფორმაცია ამის შესახებ „დაიჯესტს“ კლინიკაში დაუდასტურეს. 

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, რის გამოც მწერალი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.

გურამ დოჩანაშვილი იყო ავტორი ისეთი ნაწარმოებებისა, როგორებიცაა "სამოსელი პირველი", "ბრმადყოფილზე, და...", "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" და ა.შ.

ინფორმაციისთვის, მწერალ, გურამ დოჩანაშვილის მდგომარეობა, რომელიც კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ 2 კვირის წინ გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო მოათავასეს.

გურამ დოჩანაშვილი დაიბადა 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში. მომავალი მწერლის მამა — პეტრე დოჩანაშვილი იყო ექიმი, ხოლო დედა — გულნარა ემხვარი - დიასახლისი. გურამ დოჩანაშვილი იზრდებოდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ზემელზე, სოლოლაკში და ვერაზე. მწერლის ბებია — მერი(ფაცა) კორძაია, პაპა — სილოვან ემხვარი (აკაკი წერეთლის დის შვილიშვილი) და ბებია — ოლღა გუსევა (მამის მხრიდან) არ აკლებდნენ მზრუნველობასა და სიყვარულს.

მისი შემოქმედება კი თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.