Digest Logo

ირაკლი ღარიბაშვილმა ლაშა ბექაურს გამარჯვება ტელეფონით მიულოცა

1627474215
ძიუდოისტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ბექაურს ტელეფონით ესაუბრა.

მთავრობის მეთაურმა ლაშა ბექაურს გამარჯვება პირადად მიულოცა.

21 წლის ლაშა ბექაური წარმოშობით დედოფლისწყაროდანაა. ქართველი ძიუდოისტი 90 კილოგრამამდე წონაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა. ლაშა ბექაურმა ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა.