ქართველი გოლიათი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ლაშამ ატაცში 223 კგ დაძლია, რაც მსოფლიო რეკორდია. მან თავის მიერ დამყარებული რეკორდი (222 კგ) გააუმჯობესა.
რაც შეეხება აკვრას ტალახაძემ 245 კგ დაძლია.
ლაშამ ორჭიდის ჯამში 468 კგ აწია.
27 წლის ქართველი სპორტსმენისთვის ეს მეორე ოლიმპიური ოქროა. ის ხუთგზის ევროპის ჩემპიონია და ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი.