Digest Logo

ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

1627295868
სპორტსმენი ლაშა შავდათუაშვილი

ლაშა შავდათუაშვილი ფინალში უძლიერეს იაპონელ მეტოქესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. 

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მესამე საშეჯიბრო დღეს, ძიუდოისტთა ტურნირზე ორი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ასპარეზობენ.

ლაშა შავდათუაშვილისთვის ნახევარფინალური ორთაბრძოლა მეტად რთული გამოდგა. კორეელი ჩანგრიმ ანი ჩასაფრებული ჭიდაობდა, თავის შანსს ელოდა. ლაშა კი მეტად აქტიურობდა, თუმცა გდებამდე საქმე არ მისულა. ანმა იმდენი მოახერხა, რომ დამატებითი დროის მეცხრე წუთამდე მტკიცედ იჭიდავა, თუმცა ბოლოს და ბოლოს, მესამე გაფრთხილებით ასპარეზობას გამოეთიშა.