Digest Logo

მაია ასათიანი თანამშრომლებს დაემშვიდობა - კადრები

1616701716
ასათიანი

გადაცემა „პროფილი“ დღეს უკანასკნელად გადის „რუსთავი 2“-ის ეთერში. ჟურნალისტმა მაია ასათიანმა ტელეკომპანია დატოვა და მაყურებელს ემოციურად დაემშვიდობა.

„როცა ჩემი ცხოვრების მთავარი ტრაგედია მოხდა, მე აქ მასწავლეს, როგორ დამეწყო თავიდან სიარული. ხელით მატარებდნენ, მართლა ხელით მატარებდნენ, როცა ფეხი მეკვეთებოდა. ყველა სირთულეს, ყველა პრობლემას მარიდებდნენ, რომ არ დავმძიმებულიყავი. მე ჩემმა არხმა დამაკრძალინა შვილი, მე ჩემმა არხმა მომცა ახალი სიცოცხლე, მე ჩემმა არხმა გადამარჩინა და დღემდე მე ის 20 წლის წინანდელი გოგო ვარ, რომელიც სიბნელიდან ანთებულ „რუსთავი 2“-ში მივიდა.

ის, რასაც ვიტყვი, ამ შენონაში იცის ყველამ. როცა ეს ტელევიზია ინგრეოდა, მე ჩემს თავს და რუსთავიორელებს პირობა მივეცი, რომ ვიქნებოდი ბოლო, ვინც ამ ფასეულობისთვის იბრძოლებდა, რასაც „რუსთავი 2“ ჰქვია და თუ ეს ბრძოლა უკვე შეუძლებელი იქნებოდა, ბოლო გავიდოდი ამ შენობიდან.

„რუსთავი 2“-ის კედლები არ არის, ეს არის ფასეულობები და ამის გარშემო გაერთიანებული ადამიანები. პირობა შევასრულე, ბოლო გავდივარ ამ შენობიდან, დღეს მე ამ არხზე ჩემს 20 წლიან ისტორიას ვასრულებ, ბოლო გავდივარ იმიტომ, რომ იმ სინათლეს მთელი საქართველოს მთავარი იმედი რომ იყო, ვეღარ ვხედავ.

დღეს ბოლო „პროფილია“, მივდივარ, რადგან იძულებული ვარ, წავიდე. მივდივარ იმიტომ, რომ საბრძოლველი არაფერი მაქვს. პირველად ვეღარ გეტყვით ხუთშაბათამდე, მაგრამ ეს დასასრული არ არის ...“.