რუსთავის ციხეში 35 წლის პატიმარი ცემით მოკლეს. „მთავარი არხის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, პატიმრებს შორის დაწყებული დაპირისპირების მიზეზი ე.წ. თავანის ჩაბარება იყო.
ადვოკატ ლექსო კობაიძის თქმით, ერთი გარდაცვლილია, ხოლო 2 მძიმედაა დაშავებული. იურისტი აცხადებს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება.
„პატიმრებს შორის სისხლიან დაპირისპირებაზე ინფორმაცია მაქვს, თუმცა ინფორმაციას იმის შესახებ თუ რამ გამოიწვია კონფლიქტი, ვერ ვიტყვი. აზარტული თამაშების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ. მაგრამ ფაქტია, მოიხადა დანაშაული, ერთი ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ციხის ადმინისტრაციას, სისტემას და სახელმწიფოს“, - განაცხადა კობაიძემ.