სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით“, - აღნიშნულია განცხადებაში.