Digest Logo

„საქართველომ დღეს შეუცვლელი ექიმი დაკარგა!“ - ბერი ანდრიას ფონდი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

1628542265
ექიმი

ბერი ანდრიას ფონდი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, როგორც ვკითხულობთ გარდაიცვალა მამა ანდრიას მკურნალი ექიმი.

„მშვიდობით, ჩვენი ფონდის ყოველი წევრის, ჩვენი ბავშვების უერთგულოესო მეგობარო, ჩვენო დოქტორო ჰაუს - მამუკა ექიმო!

ბევრი ტკივილით და კიდევ უფრო ბევრი სიხარულით აღსავსე თერთმეტი წელი მხარდამხარ გავლიეთ...

მამა ანდრიას მკურნალი ექიმი, მისი და ონკოლოგიური სენით დაავადებული უამრავი ბავშვის და მოზარდის ტკივილის გამზიარებელი, პაციენტების მოყვარული და მათზე დღედაღამ მზრუნველი, საოცარი ადამიანი, უმაღლესი დონის პროფესიონალი.

საქართველომ დღეს შეუცვლელი ექიმი დაკარგა! ჩვენს ქვეყანაში ბევრი ღირსეული ექიმი, ბევრი პროფესიონალი მოღვაწეობს, მაგრამ პაციენტების და მათი მშობლების მეგობარი და ტკივილის გამზიარებელი მხოლოდ მამუკა ექიმი იყო...

ძნელია მასზე წარსულში საუბარი, კიდევ უფრო ძნელია ბავშვებისთვის გათავისება იმისა, რომ ამიერიდან მამუკა ექიმი ვეღარ უმკურნალებს. მათ სურვილებს სად "გადაისხან ქიმია" აღარავის შეასრულებს... ჩვენი ფონდის ანგელოზებს შეუერთდა ჩვენი მამუკა", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.