
საქართველოს ყველა სკოლაში ზამთრის არდადეგები 31 დეკემბრიდან დაიწყება და 15 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
სკოლებში სწავლის დაწყების და სეზონურ არდადეგების განრიგი მინისტრის სპეციალური ბრძანებით არის დადგენილი და იმის მიუხედავად, რომ პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე სკოლების უმრავლესობაში სწავლება დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, არდადეგების განრიგს ცვლილებები არ ეხება.
„ზამთრის არდადეგები ჩვეული განრიგით გამოცხადდება, 31 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით ყველა საჯარო სკოლაში არდადეგები დაიწყება, რითაც დასრულდება სასწავლო წლის პირველი სემესტრიც. მთავრობის გადაწყვეტილებით 3–დან 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები გამოცხადდა, ეს კი, რა თქმა უნდა, სკოლებსაც შეეხება და სწავლას 18 იანვარს განახლდება, რადგან 15 იანვრის შემდეგ შაბათ-კვირა ემთხვევა, შესაბამისად სწავლა ორშაბათიდან 18 იანვრიდან განახლდება,” – განუცხადეს EDU.ARIS.GE-ს სამინისტროში.
კერძო სკოლები არადეგების საკითხს წინა წლებში ინდივიდუალურად წყვეტდნენ, მაგრამ წელს, რადგან ზამთრის არდადეგების პერიოდი მთავრობის მიერ გამოცხადებულ უქმე დღეებს ემთხვევა, არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღი მათთვისაც საჯარო სკოლების მსგავსი იქნება.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ ფორმატში გაგარძელდება არდადეგების დასრულების შემდეგ სასწავლო პროცესი სკოლებში, შეგიძლიათ ნახოთ აქ.