Digest Logo

სასულიერო პირის კიდევ 7 ნივთი, რომელსაც არ უნდა შევეხოთ

1602666618
მამაოს ნივთები, რომელსაც არ უნდა შევეხოთ

საერო ცხოვრებიდან წასული ადამიანები, ტოვებენ ამქვეყნიურ სიმდიდრეს და სულიერი სიმდიდრის მოსაპოვებლად სასულიერო ცხოვრებას იწყებენ.

ის უფლისგან ხელდასხმული ადამიანია. ისაა შუამავალი შენსა და უფალს შორის.

შენ შეგიძლია ენდო მას, გაუმხილო ცხოვრებისეული დეტალები და დეგეხმარება, სწორად იარო უფლისკენ მიმავალ გზაზე.

წმინდა წერილებში ნათქვამია, რომ სასულიერო პირი არის უფლის რჩეული ადამიანი, რომელიც უფლის სახელით საუბრობს.

მისი ნივთებიც, რაღა თქმა უნდა, წმინდა და სპეტაკია. მაგალითად, ეკლესიაშიც ხომ არის ადგილი საკურთხეველი, სადაც მრევლი ვერ ადის.

საინტერესოა მამაოს რა ნივთებს არ შეიძლება შევეხოთ?

🔵 სავარაუდოდ, ესაა გულზე დაკიდებული ჯვარი, რასაც ჩვეულებისამებრ ლოცვების წაკითხვის დასრულებისას მრევლი ემთხვევა. მასზე ამბორიც მხოლოდ მამაოს ნებართვითაა შესაძლებელი.

🔵 სკიპტრა, იგივე საეკლესიო კვერთხი, რაც საეკლესიო მმართველობის სიმბოლოდ მიიჩნევა.

🔵 გვირგვინი, რომელიც სასულიერო პირების შესამოსია.

🔵 სასულიერო პირის სამოსი, გრძელი მოსასხამი.

🔵 სასულიერო პირების „ტახტი“, სადაც ასვლის უფლება მრევლს არ აქვს.

🔵 phone 11 pro, რომელიც მეუფე ნიკოლოზის თქმით, იმიტომ აქვს, რომ გადიდების ფუნქცია აქვს, ლინზას არ საჭიროებს.

🔵 მანქანა, რომელიც მეუფე ნიკოლოზის საკუთრებაა. მან ჟურნალისტებს ავტომობილზე შეხება აუკრძალა.