სვეტიცხოვლის დეკანოზი მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ადამიანს თავისუფალი ნება უზენაესია.
ის ყველას მოუწოდებს საკუთარი აზრების დაფიქსირებისკენ და ურჩევს რომ სისტემას შეებრძოლოს. მამა პეტრე მიიჩნევს, რომ ადამიანები რომლებიც მლიქვნელობითა და მონობით აღწევენ გარკვეულ თანამდებობაზე, ქვემდგომებისგანაც იმავეს მოითხოვენ.
„სათქმელი თქვი, არ მოგერიდოს, თავი არ დაუხარო უფროსს, მხოლოდ იმის გამო, რომ შენი ზემდგომია… ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერში უნდა დაეთანხმო… არა… მით უფრო მაშინ, როცა ის ცდება და მის გავლენას არასწორად იყენებს… შენც მათ ნუ დაემსგავსები, ვინც შიშის და პოზიციის შენარჩუნების გამო, პირფერობას რომ ვერ აუდიან…
განა რა უნდა გქონდეს იმაზე უკეთესი, ვიდრე თავისუფლების შეგრძნებაა…
თანამდებობებს და დიდებას მონობით მიაღწიეს, მერე სხვებსაც მონობას სთხოვენ…
არ დანებდე, არ შეეპუო… მუ იქნები სიყალბის და სიცრუის მეხოტბე… ღმერთი ადამიანის თავისუფლებისთვის ეცვა ჯვარს…
ქრისტე ძველი აღთქმის ფარისევლებს დაუპირისპირდა და მათ მიერ დაწერილი კანონების წინააღმდეგ წავიდა… ნუ დაბრუნდები ძველ აღთქმაში, ნუ დაემონები მონობით დადგენილ გვირგვინოსნებს…
მთელი შენი ცხოვრება თავისუფლებისთვის ბრძოლას შეალიე…
მთავარი ხომ ადამიანური ღირებულებებია… ნუ ჩადგები ბრბოში, ნუ იქნები სამართავი მასის ნაწილი…
დაუპირისპირდი სისტემას, რომელიც მახინჯი და დრომოჭმულია… იზეიმე სულის თავისუფლება!..“, - წერს პეტრე კოლხი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„აღარ გვყავს... გული გაჩერდა“ - გიგა ბოკერიას მამა გარდაეცვალა
🔵მიხეილ ცაგარელის 7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
🔵ადვოკატის თქმით, NETFLIX-ის სცენარისტმა აღიარა, რომ ნონა გაფრინდაშვილზე სიმართლე იცოდა
🔵„გამოიყენეთ „ვიაგრა“ და ალცჰაიმერის დაავადებასაც აიცილებთ...“ - ფხაკაძე