სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ 10-მდე ქალი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა.
შემთხვევა ქუთაისში, გრიგოლ აბაშიძის ქუჩაზე კომენდანტის საათის დაწყებამდე მოხდა. ახალგაზრდებს შორის დაწყებული კამათი ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ კაცის გამო იჩხუბეს.