Digest Logo

თამთა მეგრელიშვილი - დღეს აქციაზე მათი თანამშრომლების და პარტიის წევრების გარდა არავინ მისულა და ამიტომაც გადაინაცვლა საპროტესტო აქციამ რუსთაველის გამზირიდან „ქართული ოცნების“ ოფისთან

1626117671
იურისტი თამთა მეგრელიშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ უუნაროა, რომ პროაქტიური დღის წესრიგი შექმნას, ამიტომ მათ უხარიათ, როცა ამ ქვეყანაში ვიღაცა კვდება, უბედურია, ან უჭირს და ყოველ ჯერზე ცდილობენ ადამიანების პირადი ტრაგედიებით ივაჭრონ, ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, ტყუილებს და ჰგონიათ, რომ ამ მდაბიო ქმედებით შეძლებენ საზოგადოების შეცდომაში შეიყვანა“ - წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი.

მისი თქმით, ამ ყველაფერს სააკაშვილის საამებლად აკეთებენ და არაფრად აგდებენ როგორ ნეგატიურად შეიძლება აისახოს ეს ყველაფერი დაღუპულის ოჯახის წევრებზე.

„ჯერ თქვეს, წინა დღეს გამოეწერა კლინიკიდანო, მერე გაავრცელეს ინფორმაცია ომის ვეტერანიაო, რომ ადამიანების ემოციებზე მოეხდინათ გავლენა და საპროტესტო მუხტი აეწიათ. სიმართლე არ იმალება და აქაც ჩაფლავდნენ. ფაქტია, რომ 5 ივლისს ლექსო ლაშქარავას ძალადობის ფაქტზე 5 ადამიანია სისხლის პასუხისგებაში მიცემული, მისი გარდაცვალება კი ერთი ტრაგიკული ისტორიაა, რომლის მსგავსიც სამწუხაროდ, ჩვენს ირგვლივ, არაერთხელ გვინახავს. ამ ყველაფერს მიხეილ სააკაშვილის საამებლად აკეთებენ და არაფრად აგდებენ როგორ ნეგატიურად შეიძლება აისახოს ეს ყველაფერი დაღუპულის ოჯახის წევრებზე. მათ არც ჟურნალისტის პროფესია ადარდებთ, არც პედაგოგის და არც ჯარისკაცის“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.

მისი თქმით, ქართველი საზოგადოების მხრიდან არასოდეს ექნება მხარდაჭერა პირადი ტრაგედიებით მოვაჭრე ძალას, რისი მაგალითიც არის დღეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია.

„საზოგადოება კი გაზრდილია, შეუძლებელია ჩვენი მოტყუება, ამიტომ როგორც არ უნდა შეფუთონ აქციები, მათ არასდროს ექნება საზოგადოების მხარდაჭერა. მატყუარა და პირადი ტრაგედიებით მოსარგებლე ადამიანებს არასდროს დაუჯერებს ხალხი და რაც უფრო დიდ ტყუილს და მავნებლობას იკადრებენ, მით უფრო მკაცრი და მტკივნეული პასუხი გაეცემა ქართველი ხალხის მხრიდან, ამის დასტურია, რომ დღეს აქციაზე მათი თანამშრომლების და პარტიის წევრების გარდა არავინ მისულა და ამიტომაც გადაინაცვლა საპროტესტო აქციამ რუსთაველის გამზირიდან „ქართული ოცნების“ ოფისთან“, - წერს facebook-ზე თამთა მეგრელიშვილი.