Digest Logo

„თანახმა ვარ ავიცრა საჯაროდ, თუ ამას სოციალური მნიშვნელობა ექნება“ - მეუფე ნიკოლოზი

1628946846
მეუფე ნიკოლოზი

კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მზად არის საჯაროდ აიცრას, თუ ეს ვაქცინაციასთან დაკავშირებით საზოგადოების განწყობაზე დადებით გავლენას მოახდენს.

მისი თქმით, საპატრიარქო აცრისკენ ვერ მოუწოდებს საზოგადოებას, რადგან ეს მის კომპეტენციაში არ შედის, თუმცა. სასულიერო პირებს პირადი მაგალითის მიცემა შეუძლიათ.

„ჩვენ წმინდა სინოდის სხდომაზე ვიმსჯელეთ და ვთქვით, რომ ადამიანებს არ დავაძალებთ არც აცრას და არც აუცრელობას, რადგან ეს არის ადამიანის თავისუფალი გადაწყვეტილება. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ მოვუწოდოთ, რადგან ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მივცეთ პირადი მაგალითი. თუ ამას სოციალური მნიშვნელობა ექნება, თანახმა ვარ ავიცრა საჯაროდ“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.