საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი, არნო ხიდირბეგიშვილი, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სკეპტიკურად უყურებს.
ის დეტალურად აღწერს როგორც ეპიდემიით გამოწვეულ სირთულეებს, აგრეთვე პოლიტიკურ მოვლენებს და მიაჩნია, რომ ივანიშვილმა სწორი ნაბიჯი გადადგა მმართველობის სადავეები ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, რომ ჩააბარა.
„ვაბარებ პატაკს ყველა მკითხველს, მეგობარსა და გულშემატკივარს, მათ შორის, გუშინ პლეხანოვზე რომ მაჩერებდნენ თბილი სიტყვების სათქმელად. ყველამ უნდა იცოდეს, რა ხდება ქვეყანაში კარგიც და ცუდიც და ამას, ჩემ გარდა, არავინ გეტყვით.
კარგი ამბებით დავიწყებ:
საქართველოს მალე ეყოლება ხელისუფლება - კარგი იქნება ის, თუ ცუდი, ვნახავთ და მერე, ან შევაქებთ მას, ან გავლანძღავთ.
ივანიშვილმა, რომელიც წლების წინ სერიოზულ გავლენას ახდენდა პოლიტიკურ ამინდზე იმ ქვეყანაში, რომლის მარტო დედაქალაქის მოსახლეობა მთელ საქართველოზე 5-ჯერ მეტია, დაამტკიცა, რომ მთელი ქართული პოლიტისთებლიშმენტი მასთან შედარებით სოფლის ბაგა-ბაღის ჩა..ული და ჟღვლინტიანი ბავშვები არიან.
ივანიშვილმა ოპოზიციის ლიდერები, როგორც ცხვრები, ჯერ – მიტინგებზე და მერე მოლაპარაკებებზე იმდენი ატარა, სანამ ამ გზააბნეულებმა მართლა არ დაიჯერეს, რომ პოლიტიკოსები არიან და ამ ქვეყანაში რაღაცას წყვეტენ!
„არჩევნები გააუქმე და ახალი ჩაატარე, რომელშიც ჩვენ - ოპოზიცია გავიმარჯებთ!“;
„ჟორიკა ციხიდან გამოუშვი, იმიტომ, რომ ის, მართალია, მკვლელია, მაგრამ ჩვენიანია!“, და ა.შ. - ოპოზიციის მოთხოვნები რაც უფრო მატულობდა, ივანიშვილი სულ უფრო ხალისობდა! და ვის არ გაუხარდება, როცა მტერი საკუთარი ხელით თავისთვის პოლიტიკურ საფლავს თხრის, თანაც - შოკირებული დასავლელი დიპლომატების თვალწინ?!
მართლა სასაცილოა, რომ არცერთმა გონებაჩლუნგმა ოპოზიციონერმა არ დაეჭვდა - რატომ არის „მიწა“ ასეთი რბილი? - და უბერავდა ორმაგი ძალით! ივანიშვილმა კი იმ სიღრმემდე ათხრევინა მათ საფლავები, სანამ ოპოზიციის ნამდვილმა ბელადმა - გვარამიამ - ეთერში ოპოზიციის ტლანქი ლიდერები არ შეკრიბა და ლენინს რომ შეშურდებოდა, ისეთი „რეჩი“ დაარტყა! აქაოდა, აშშ - დიდი ძმა კი არა, ჩვეულებრივი კოლონიზატორია, რომელიც ყოველ ნაბიჯზე ცდება! სხვანაირად ვინც ფიქრობს, სამარცხვინო მონაა! დიპლომატია კიდევ, მე-19 საუკუნის პროდუქტია და დიდი ხანია მკვდარია, ხოლო ამერიკის და ევროკავშირის ელჩები ფასალიტატორები კი არა, ფალსიფიკატორები არიან!
ცუდია მთელ ამ ისტორიაში, რომ სანამ საქმე კულმინაციამდე არ მივიდა, ხელისუფლებამ არ აღკვეთა ხალხმრავალი შეკრებები ნიღბებისა და დისტანციის გარეშე - ანუ, ოპოზიციის მიტინგები, რომლის შედეგად დღეს კორონაგავრცელების თვალსაზრისით მსოფლიოში პირველ ადგილზე გავედით! ქართველები, დაბადებით ლიდერები ვართ - კორონას გაუვრცელებლობის თვალსაზრისით პირველ ადგილზეც ხომ უკვე ვიყავით?! ხოდა, ახლა „კასრი“ მეორე მხრიდან გავხსენით, მაგრამ იქ, თაფლის მაგივრად, განავალი აღმოჩნდა...
კარგია, რომ თქვენი მონა-მორჩილის წერილების მერე ივანიშვილის რისხვას საზღვარი არ ჰქონდა. შედეგად „რემდესივირი“, რომელის ყიდვას ჯანდაცვის „შეფები“ საერთოდ არ აპირებდნენ, საქართველოში დეკემბრის ბოლომდე შემოვა! ივანიშვილის რისხვის შედეგად, საქართველოში ვაქცინაც შემოვა, ოღონდ არა აპრილში და არა – ამერიკული, რომელიც კლავს, არამედ იანვარში და სხვა.
ცუდია, რომ რესურსები ისევ სწრაფ ტესტირებაზე იხარჯება (იმიტომ, რომ ნაყიდი ტესტები რაც შეიძლება მალე, სანამ ივანიშვილი არ დაინტერესდა, დამთავრდეს!).
ვიმეორებ - ჯანდაცვაში ჩადენილი უხეში შეცდომების გამო, საქართველოში კორონას ყველა გადაიტანს, ვინც ჯერ არ გადაიტანა! ან ვერ გადაიტანს...
სწრაფი ტესტები კი არის ტყუილი, მაგრამ 100 პროცენტით სწორიც რომ იყოს, რა მნიშვნელობა აქვს?! პირბადე მაინც ყველამ უნდა ატაროს, დისტანციას იცავდეს და ხელებს იბანდეს!
რადგანაც არც ერთმა ინფექციონისტმა არ იცის - რამდენი დღე უნდა გამოჯამრთელებას და რამდენი დღე ადამიანი არის ვირუსის მატარებელი;
რამდენი თვე გვექნება იმუნიტეტი და რამდენ თვეში გამოჩნდება კორონას ნარჩენი მოვლენები.
ავად ხარ - იმკურნალე, სახლში, თუ ფული გაქვს, ან საავადმყოფოში, თუ ფული არ გაქვს, ან თუ უკვე ძალიან ცუდათ ხარ. იმდენად ცუდათ, რომ საწოლთან, თეთრ ხალათში და ვარდებით ხელში, სააკაშვილი გელანდება. ტესტირება რას გაძლევს?!
ყველაზე ცუდია, რომ თბილისში კუბო არ იშოვება და კორონით გარდაცვლილებს ცისფერ პარკებში პირდაპირ საავადმყოფოდან ასაფლავებენ...“ - წერს არნო ხიდირბეგიშვილი.
🔘 აგრეთვე წაიკითხეთ:
შოკოლადი და ნიახური მამაკაცის აღსაგზნებად გამოიყენება - 4 გარყვნილი ქალის ისტორია
პოლიტიკოსები მმართველობაში ყოფნისას და ოპოზიციაში გადასვლილას - ვინ როგორ გამოიყურება?