Digest Logo

წაქეზება - „როდის თხოვდები?“, „აღარ მოგყავს ცოლი?“ - დასჯადი გახდება

1617262224
ქორწინების იძლება

საქართველოს საკანონმდებლო ორგანო განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით გამოთქმული მომაბეზრებელი ფრაზები დასჯადი გახდება. 

კანონპროეტქის ინიციატორი ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტია. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ქორწინების იძულება ისედაც დასჯადი ქმედებაა, თუმცა ახალ კანონში უფრო ნათლად იქნება გაწერილი თუ რას გულისხმობს ტერმინი იძულება.

„ქორწინებასთნ დაკავშირებით, მომაბეზრებელ ხასიათს შეგონებები - „დროა უკვე დრო, გათხოვდი რას ელოდები?“, „აღარ მოგყავს ცოლი? აგვიანებ ძალიან“, „შენ კიდე მარტო დაიარები? სანამდე უნდა იაროთ ასე?“ - ამ და მსგავსი შინაარსის ფრაზების ავტორი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით უნდა დაისაჯოს, რადგან ავტორიტული კვლევითი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულმა დასკვნებმა ნათლად აჩვენა, რომ მსაგვსი შინაარსის ფრაზები, უარყოფითად მოქმედებს ახალგაზრდებსა და ზოგადად სოციუმზე“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება აღსრულების საკითხს, ამ ნაწილში სამარლადამცველბი ჩაერთვებიან.

იმასთან დაკავშირებით თუ რას ფიქრობენს აღნიშნულ საკონონმდებლო ინიციატივაზე საზოგადოებაში „დაიჯესტმა“ გამოკითხვა ჩაატარა.

მეზობლები: რას ნიშნავს დასჯადი ხდება, უსაქმურები სხედან პარლამენტში, ხალხის ფულით გაზულუქებულები და აღარ იციან რა მოიფიქრონ.

ნათესავები: კარგი რომ მინდა შვილო, მაგიტომ ვეუბნები თორემ გავჩუმდები. აბა, ახალა ამისთანა კარგი ბიჭი ასე მარტო უნდა დადიოდეს?

სასულიერო პირები: ყველაფერს აკეთებენ ოჯახის ინსტიტუტის დასანგრევად.

მრევლი: როგორც მამაომ თვქა, ყველაფერს აკეთებს ეს მთავრობა იმისთვის, რომ ოჯახები აღარ შეიქმნას და ქვეყანა სოდომ-გომორად გადაიქცეს.

არასამთავრობო ორგანიზაციები: კიდევ დასაკორექტირებელი იქნება ეგ კანონი, თქმა და შეგონება კი არა, გაფიქრებაც დასაჯადი უნდა იყოს.

ოპოზიცია: მგონი ყველასთვის გასაგებია ხომ სადიანაც მოდის ეს ყველაფერი, ეს არის პირადად ბიძინა ივანიშვილის სურვილი და ბრძანება, რომ ქართველმა ხალხმა დაკარგოს ერთმანეთთან კავშირი, ურთიერთობა და მათ შეუზღუდონ სიტყვის თავისუფლება.

რაც შეეხება „დაიჯესტის“ პოზიციას - გაიღიმეთ, #დღესპირველიაპრილია 😉