„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
„ორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ვაკის რაიონში, შროშის ქუჩაზე, ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში შროშის ქუჩაზე მოეწყო წყალმომარაგების ახალი ქსელი, დამონტაჟდა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. ასევე მოეწყო საკვანძო ჭები და სახანძრო ჰიდრანტები.
მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 22 ოქტომბერს, საღამოს 21:00 საათიდან 23 ოქტომბრის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში – არაყიშვილის N 21-N 27 (კენტებს), N 20-N 26 (ლუწებს), ტაბიძის, ტაბიძის შეს, რაზმაძის N 1 -N 15 (კენტებს), N 2-N20 (ლუწებს), რაზმაძის N57, ცხვედაძის, აბაშელის, აბაშიძის N 66, დარიალის, ელიავას, შატბერაშვილის, მარაბდის, ქობულეთის, კეკელიძის N17-25(კენტებს), N14,16,18, ნ. ჟვანიას, მცხეთის ქ. ჩიხებით და შესახვევებით, ბურკიაშვილის, შროშის, ქუთათელაძის და ჯანაშვილის ქუჩებს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ შროშისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მომსახურების ხარისხი”, – აღნიშნულია განცხადებაში.