ოფიციალურად დასაქმებული პირებისთვის, რომლებმაც სამსახური პანდემიის დროს დაკარგეს, მთავრობის მიერ დაწესებული დახმარება 6 თვის განმავლობაში კვლავ იმუშავებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა პირველი იანვრიდან განახლდება.
„ადამიანებისთვის, რომლებმაც ფორმალურად დაკარგეს სამსახური 6 თვით 200-ლარიანი დახმარების პროგრამა პირველი იანვრიდან დაიწყება და დამატებით ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
🔘აგრეთვე დაგაინტერსებთ:
ყველა შეზღუდვა, რომელიც დღეს დაწესდა - სია
ცნობილია, როდის განაახლებს მუშაობას მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი