Digest Logo

„ვარ მიშას მიმხმარე!“ vs „მიშა მოღალატეა“- რისი თქმა სურს სანიკიძეს?

1601110613
მიშა და გუბაზ სანიკიძე

„ძალიან მაინტერესებს ის ადამიანი, ვინც სააკაშვილს შვილს მოანათლინებს“ - ეს ფრაზა პოლიტიკოს გუბაზ სანიკიძეს ეკუთნის. მან ექსპრეზიდენტს „ერის მოღალატის“ იარლიყი 2009 წელს მიაკრა, როცა გადაცემაში „პოლიტიკური კვირა" მისი მმართველობის რეჟიმი გაიხსენა.

როგორც ჩანს, დღეს გუბაზმა აზრი შეიცვალა და აგრესია ყოფილი პრეზიდენტის მიმართ, სიმპათიით ჩანაცვლდა. ახლა ის მზადაა, სააკაშვილის თანაშემწედ იქცეს, თუმცა სანიკიძის სიტყვები დღესაც არასწორხაზოვანია. ის ჯერ ყოფილ პრეზიდენს დახმარების ხელს უწვდის, იმავე წინადადებაში კი ამბობს, რომ მიშა სრულყოფილია. ჟურნალისტებისთვის გაუგებარია, რაში სჭირდება „სრულყოფილ“ ადამიანს „მიმხმარე“:

მე ვარ მიშას თანაშემწე და მიმხმარე, ახლა. იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ სააკაშვილს აქვს ის ენერგია, ის ნიჭი, ის გამოცდილება, ცუდი და კარგი, ორივე. სააკაშვილი არის სრულყოფილი პოლიტიკოსი. გამარჯვებაც უნახავს და დამარცხებაც, მაგრამ მაინც ფეხზე დარჩა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, პოლიტიკური ორგანიზაცია ნაციონალური მოძრაობა, პირველად საქართველოს ისტორიაში, მმართველი პარტიაა, რომელიც დამარცხდა და არ გაქრა. პირიქით, რეალური შანსები აქვს ხელისუფლებაში მოსასვლელად”, – თქვა სანიკიძემ.