საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირდაპირ ეთერში აიცრა. მან არჩევანი „ფაიზერზე" შეაჩერა.
„მე ჩავიტარე დღეს აცრა და გავიკეთე „ფაიზერი". 4 თვის წინ საკმაოდ იოლ ფარგლებში გადავიტანე კორონა. ანტისხეულებზე შევემოწმე და 400 აღმომაჩნდა, თუმცა მაინც ავიცერი. ერთადერთი გამოსავალია აცრა. პანდემიის დასამარცხებლად ერთადერთი გზა ვაქცინაა. რატომ Pfizer-ი? – ჩემი მეუღლე აიცრა Sinopharm-ის ვაქცინით, ახლა გვინდა ერთგვარი შეჯიბრი მოვაწყოთ სახლში, რომელს უფრო ძლიერი იმუნიტეტი ექნება",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„ცხოვრების მანძილზე რიგით მე-12 აცრა" - ნახეთ, რომელი ვაქცინით აიცრა მღვდელ-მონაზონი იერონიმე
ანუკი არეშიძე აიცრა – ნახეთ, რომელი ვაქცინა გაიკეთა დიზაინერმა