მას შემდეგ რაც საქრთველოს მთავრობის ყოფილმა მეთაურმა, გიორგი გახარიამ თანამშრომლებთან გამოსამშვიდობებლი სელფი გადაიღო, ქვეყნის ყველა მნიშნელოვანი საკითხი მეორეხარისხოვანი გახდა. საზოგადოების ყურადრება იმისკენ იყო მიმართული - თუ ვინ და რა განზრახვით დაალაიქა სურათი.
პირდაპირ თუ ირიბად საზოგადოების ცნობილი სახეები პასუხს ითხოვენთ მათთვის „მოულოდნელი ლაიქის ავტორებისაგან“... მოკლედ ინტერნეტსივრცეში სერიოზული კონფლიქტი დაიწყო. ამ საკითხს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე გამოეხმაურა და შეეცადა ლაიქები სხვადასხვა კატეგორიად დაეყო:
„რა მაგის პასუხია და არ იჩხუბოთ მეგობრებო, ნუ ადგენთ შავ სიებს, ნუ აიძულებთ ერთმანეთს თავი იმართლონ, ვინ რატომ და რა აზრით დაალაიქა რამე ან ვინმე. აი აქვე, სახელდახელოდ შემიძლია ჩამოგითვალოთ რამდენიმე ვარიანტი, - ზოგმა დაალაიქა იმიტომ, რომ:
- ნებისმიერი მკვეთრი მოძრაობა მოსწონს;
- ყველა მოსწონს, ვინც მთავრობას განუდგება;
- ის უკეთესი ჰგონია, ვიდრე მისი შემდგომი;
- „ნაცად“ მოეჩვენა;
- „ქოცთა“ ახალ იმედად წარმოისახა;
- დაპირისპირების აცილება მოუწონა;
- იმიტომ რომ მეგრელია;
- იმიტომ რომ მისი წასვლა გაუხარდა;
- იმიტომ, რომ მეორედ მოსვლის სჯერა;
და რავიცი კიდევ რამდენი ვარიანტის მოფიქრება შეიძლება, თუ დრო დაუთმე ამის ანალიზს. ხოდა ნუ იქცევით სუსის თანამშრომლებივით თქვენი ჭირიმე. ჭეშმარიტად გეტყვით თქვენ, არაფერია ერთმანეთზე უფრო ძვირფასი. პირად მე ყველაზე მეტად ეს განმიზიდავს ყველა ძველი და ახალი ჯგუფისგან, ნახევარ სიტყვაში თუ არ ესიამოვნე, რომ შემოეფლითები წამის მეათასედში. მაგრამ მაინც ვერ ვუყურებ გულგრილად ერთმანეთს რომ თმებს წიწკნით. ჩიტები ვეღარ დამიპოსტია ქალს ამ ღრიანცელში“,- წერს ფანჯიკიძე.
აგრეთვე დაგინტერესებთ:
ობოლი დისშვილი და 10 წლით უმცროსი მეუღლე - გახარიას უცნობი ამბები