დავით მაღლაკელიძე ნიუ იორკში, Coney Island Hospital-ში ამა წლის ივნისიდან მუშაობს. ის სავარაუდოდ, პირველი ქართველია, რომელმაც ვაქცინა გაიკეთა. ფოტო დავითმა თავად გაავრცელა, წარწერით: ესეც შენი კორონას ვაქცინა.
ის ნიუ იორკში 21 ივნისს გადავიდა.
აი, რას წერდა დავითი თავის ფეისბუქ გვერდზე
„მოკლედ, გუშინ გავიგე რომ ხვალ გადავდივარ საცხოვრებლად New York-ში
არადა 5 ივლისს მქონდა ფრენა დანიშნული და გუშინ დაგვირეკეს ხვალ მიფრინავთო.
სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანის ნახვა ვერ შევძელი ყველას ძალიან დიდ ბოდიშს ვუხდი ვისი ჩახუტება და მოსიყვარულება ვერ მოვასწარი წასვლამდე.
აუცილებლად გამოვასწორებ!!
ჩემი 9-წლიანი ოცნებებიც ხვალ იწყება, Brighton Beach-ზე Coney Island Hospital-ში!!
ახალი ბრძოლა, ახალი გამოწვევები!
ისევ მედიცინისთვის!
ისევ ჯანმრთელობისთის!
და რაცმთავარია ისევ ჩვენი ქვეყნისთვის!“, - წერს ის.