Digest Logo

აბიტურიენტი, რომელიც ამბობდა, რომ „ბახტრიონი“ დაწერა, კართან მდგომი ქალი უმტკიცებდა „მგავზრის წერილები" წერეო

1625204735
გამოცდები

1-ელ ივლისს საქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.  პირველი გამოცდა აბიტურიენტებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში აქვთ.

გამოცემა „ედუ არის ჯი“ სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიის შესახებ წერს, რომელიც თბილისის 207-ე სკოლაში მოხდა.

„აბიტურიენტი პირველი დღის ისტორიას ჰყვება:

შოთა 207-ე სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან:

„ძალიან დაბნეული ვარ. როგორც კი გამოვედი, კართან დამხვდა უამრავი ადამიანი, ზოგი ფლაერს მაწვდიდა, ზოგი მეკითხებოდა, რა ვწერე, როგორი ტესტი იყო, ყველა მხრიდან რაღაც მესმოდა. რომ მოვიკრიბე ძალა და დავიწყე ტესტზე ლაპარაკი, ვთქვი, რომ დავწერე „ბახტრიონი“ და ვიღაც ქალი მეწინააღმდეგება, არა შვილო ბახტრიონი კი არა „მგავზრის წერილები“ წერეო, სხვებიც აჰყვნენ და თითქმის მეც დავიჯერე, რომ მართლა ეგ დავწერე...“ - წერის „ედუ არის ჯი.“